„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“, ასევე, სისხლის
სამართლის კოდექსში
შესატან ცვლილებებს
პარლამენტი დღეს
დაამტკიცებს.ინიციატორთა
განმარტებით, ცვლილებები
მიზნად ისახავს
ნარკომანიასთან
გამკაცრებულ და
უკომპრომისო ბრძოლას.
მთავრობის ინიციატივის
მიხედვით, კერძო
სუბიექტებს ჩანაცვლებითი
თერაპიის პროგრამების
განხორციელება
აეკრძალებათ და
მკურნალობაზე სრულ
პასუხისმგებლობას,
სახელმწიფო აიღებს.ასევე,
ფსიქოტროპული, სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
სამკურნალო საშუალებათა
იმპორტი, მხოლოდ
სახელმწიფოს პრეროგატივა
იქნება. სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილებები კი
მარიხუანასა და მცენარე
კანაფთან დაკავშირებული
დანაშაულებრივი
ქმედებებისთვის
პასუხისმგებლობის
გამკაცრებას
ითვალისწინებს.