ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით

News.ge 9 საათი წინ 13
ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
ვუყურე ბექა გოცირიძის ვიდეოს, სადაც მაგინებს და წარმოუდგენელი სიტყვებით მომიხსენიებს.
ხვალ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით.
ესაა ქვეყანა სადაც ქოცებისთვის დაწერილი ბატების სმაილებისთვის გვაჯარიმებენ და მაინტერესებს რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს როცა მათი ტიტუშკები საჯაროდ ასეთი სიტყვებით მოგვმართავენ ჩვენ.
კოლეგებო, ხვალ, 14:00 ზე -ში შევიტან განცხადებას გოცირიძის შეუარცხყოფაზე.
ცნობისათვის, ტელეწამყვან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღეს -მ ორი პირი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ “პროვოკატორს, რომელიც პირველ აგვისტოს რუსთაველზე გინებით შევარდა, სათანადო პასუხი გასცა”.როგორც ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, მაშინ აღნიშნულ პირს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა, პოლიციამ კი ის მხოლოდ ადგილიდან განარიდა.
შეგახსენებთ,  ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი.
დაკავებული არიან თორნიკე თოხშუა მინდია შერვაშიძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შს ცნობით, საუბარია პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.”, – ნათვქმია შს-ს განცხადებაში.
პოლიცია აცხადებს, რომ ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ თორნიკე შოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროვოკაციის მსხვერპლები არიან. დაკავებულებს ერთ პირზე ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ბექა გოცირიძეს დაპირისპირების დროს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. (ვრცელდება ვიდეო)
 აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სრულად წაიკითხეთ სტატია