
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ამას წერს ზელენსკიზე, რომელიც ხვალ ვაშინგტონში მიდის და ფაქტობრივად ყველა ევროპელი ლიდერი მიყვება.
ამას წერს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც არჩევნები 10 თვის წინ მოიგო (მათი მტკიცებით – ჩავამატებ მაინც), დასავლური სამყარო ჯერ არ აღიარებს, სანქცირებული წევრები ჰყავს და ერთი ოფიციალური ვიზიტი ვერ მოახერხა თეთრ სახლთან, ან იქეთ, ან აქეთ. ქვეყნის მოღალატეობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი მდარე და სამარცხვინო ხელისუფლება არ ჰყოლია საქართველოს არასდროს.
ოღონდ განა არ იცის თეამ, რას წერს. მოროშკინასავით უვიცი კი არაა, კარგი პოლიტიკური განათლება აქვს მიღებული. ოცნებობდა საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო დიპლომატიაზე და შერჩა ალუდა ღუდუშაურთან და სოზარ სუბართან ერთად სატელევიზიო ღლიცინი, რომელიც თვითონვე ეზიზღება. ქალი, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა და ორ სფეროს ხელმძღვანელობდა, რომელსაც საერთაშორისო კონფერენციებზე უნდა ევლო ყოველ თვე და განვითარებადი ქვეყნის წარმატების გამოცდილება გაეზიარებინა, დეგრადირებული მარგო სიმონიანის უნიჭო ასლი გახდა. სად წაიღოს ეს ბოღმა, რომელიც საკუთარი დაკარგული ცხოვრების გამო უგროვდება ყოველდღე?
50 წლისაა. 50 წლის დიპლომატები კარიერის შუაში არიან. სად უნდა გააგრძელოს მუშაობა, როგორ? რუსეთშიც კი არავის სჭირდება ეს პროვინციული მონები. საკუთარი პარტიის ამომრჩეველსაც არ უყვარს და ყველა სამინისტროში, რომელიც მართა, ეზიზღებათ. რამხელა კარიერული გეგმები ჰქონდა და გესლის ფრქვევის ფუნქცია დაეკისრა სამუდამოდ. მის შვილს კი ყველგან შეახსენებენ დედის ბოროტებას.