
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
,,ზაფხულში ხშირად გაიგებთ, რომ ვიღაც საზამთროთი მოიწამლა. სინამდვილეში საზამთროთი მოწამვლა უკიდურესად იშვიათია. ამ დროს ძირითადად ღებინებით და დიარეით მიმდინარე რომელიმე ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციაა ხოლმე და არა საზამთროთი
მოწამვლა. უბრალოდ რადგან ზაფხულში საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია, ადამიანები რატომღაც თავიანთ დიარეას და ღებინებას ხშირად სწორედ საზამთროს უკავშირებენ ხოლმე.
ამ დროს ლაბორატორიული გამოკვლევით ხშირად დგინდება, მაგალითად, ნოროვირუსი, სალმონელა, შიგელა და აშ.
თუმცა, ცხადია, საზამთროს დაბინძურებაც შესაძლებელია ბაქტერიებით, თუ მას კარგად არ გავრეცხავთ. ასეთ დროს დაბინძურებული ზედაპირიდან გაჭრისას დანით შაგთავსიც შეიძლება დაბინძურდეს. ბაქტერიების გამრავლება განსაკუთრებით სწრაფად ხდება, თუ დაჭრილი საზამთრო მაცივრის გარეშე რჩება.
ასე რომ სახლში ჩვენს მიერ კარგად გარეცხილი საზამთროთი მოწამვლის რისკი უკიდურესად დაბალია და საზამთრო დიარეით მიმდინარე ინფექციების გავრცელებაში სულ ტყუილად არის ხოლმე ეჭვმიტანილი.
ცხადია, ცალკე პრობლემაა საზამთროს გაზრდისთვის ქიმიკატების ჭარბი გამოყენება, თუმცა ამით მწვავე მოწამვლის სიმპტომები არ
იქნება.“