ქართული დელეგაციის
ვიზიტი ამერიკის
შეერთებულ შტატებში
გრძელდება. საერთაშორისო
სავალუტო ფონდისა და
მსოფლიო ბანკის
საგაზაფხულო შეხვედრების
ფარგლებში, საქართველოს
ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი ნათია თურნავა
აშშ-ის ფედერალური
სარეზერვო სისტემის
წარმომადგენლებს
შეხვდა.მხარეებმა
საქმიანი შეხვედრის
ფარგლებში თანამშრომლობის
შემდგომ განვითარებაზე,
ერთობლივ პროექტებსა და
გამოცდილების გაზიარებაზე
იმსჯელეს. საუბარი შეეხო
მიმდინარე გლობალურ და
რეგიონულ გამოწვევებს.