პარტია „ქართული ოცნების“
აჭარის რეგიონული
ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა სულხან
თამაზაშვილმა, შუახევში
მხარდამჭერებს მერობის
კანდიდატად მოქმედი მერი,
ომარ ტაკიძე
წარუდგინა.სულხან
თამაზაშვილის
განცხადებით, ომარ ტაკიძეს
აქვს შუახევის
მუნიციპალიტეტის მერიაში
მუშაობის მრავალწლიანი
გამოცდილება, ხოლო მისი
თავდაუზოგავი შრომა და
მუნიციპალიტეტის
განვითარებაში შეტანილი
წვლილი
დასაფასებელია.ომარ
ტაკიძეს განათლება
მიღებული აქვს ბათუმის
შოთა რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტში,
ფიზიკა-მათემატიკის
ფაკულტეტზე; 2017–2020 წლებში
იგი იკავებდა შუახევის
მუნიციპალიტეტის მერის
პირველი მოადგილის
თანამდებობას. ხოლო 2020
წლიდან დღემდე არის
შუახევის მუნიციპალიტეტის
მერი.სულხან თამაზაშვილმა
მერობის კანდიდატი
ადგილობრივ მხარდამჭერებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარესთან, დავით
გაბაიძესთან და პარტია
,,ქართული ოცნების“
შუახევის საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელთან,
ფრიდონ ფუტკარაძესთან
ერთად წარუდგინა.