ყველა ნასროლი „მოლოტოვის
კოქტეილის“ უკან იდგა
ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული
ორგანიზაცია, პირი, ანუ
ევროპული ფული. ეს არ არის
ევროპელი ხალხის მიზანი და
სურვილი, - განაცხადა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი
ქადაგიშვილმა.„ყველა
ნასროლი „მოლოტოვის
კოქტეილის“ უკან იდგა
ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული
ორგანიზაცია, პირი, ანუ
ევროპული ფული. ეს არ არის
ევროპელი ხალხის მიზანი და
სურვილი. ეს არის სწორედ იმ
ჩინოვნიკების და
პოლიტიკური წრეების
მიზანი და ქმედება, რომელიც
საქართველოში „მოლოტოვის
კოქტეილის დემოკრატიას“
ახალისებდა. აქედან
გამომდინარე, ეს მორალური
პასუხისმგებლობა,
პოლიტიკური ტვირთი
არსებობს“, - აღნიშნა
ქადაგიშვილმა.აღნიშნულ
თემაზე სოციალურ ქსელში
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა პოსტი
გამოაქვეყნა.„ის, რომ
ლაზარე გრიგორიადისის
შემდეგ, კიდევ ვიღაცამ
გაბედა „მოლოტოვის
კოქტეილის“ ხელში აღება,
სრულად ბრიუსელის
სინდისზეა - ამ
პასუხისმგებლობას ვერ
გაექცევა ვერც
ევროკავშირის ელჩი", -
დაწერა მან.პროკურატურის
ცნობით, თბილისის საქალაქო
სასამართლომ სრულად
გაიზიარა პროკურატურის
მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები და
ქონებრივი ზიანის, ან სხვა
მძიმე შედეგის გამოწვევის
მიზნით აფეთქების
მომზადებაში ბრალდებული
დამნაშავედ
ცნო.„სასამართლო პროცესზე
გამოკვლეული
მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ
საქართველოს პარლამენტთან
და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე 2024 წლის 28
ნოემბრიდან მიმდინარე
საპროტესტო აქციების დროს,
აქციის მონაწილე
ბრალდებულმა გადაწყვიტა,
დაემზადებინა სიცოცხლისა
და ჯანმრთელობისათვის
საშიში მოწყობილობა ე.წ
„მოლოტოვის კოქტეილები“,
რომელსაც საქართველოს
პარლამენტის მიმდებარედ
გამოიყენებდა, რაც
გამოიწვევდა მნიშნელოვან
ქონებრივ ზიანს და სხვა
მძიმე შედეგებს", - აცხადებს
პროკურატურა.