მხარს ვუჭერ პოლიტიკურ
ძალებს შორის დიალოგის
დაწყების წინადადებას
საქართველოს ევროპული
გზის უზრუნველყოფისა და
არსებული კრიზისის
მოგვარების მიზნით, – ამის
შესახებ ლატვიის
პრეზიდენტმა, ედგარს
რინკევიჩსმა სოციალურ
ქსელში
დაწერა.რინკევიჩსის თქმით,
მას სატელეფონო საუბარი
ჰქონდა სალომე
ზურაბიშვილთან.„მქონდა
სატელეფონო საუბარი
პრეზიდენტ ზურაბიშვილთან
საქართველოში მიმდინარე
სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ
პოლიტიკურ ძალებს შორის
დიალოგის დაწყების
წინადადებას საქართველოს
ევროპული გზის
უზრუნველყოფისა და
არსებული კრიზისის
მოგვარების მიზნით.
პრეზიდენტის მიმართ
გამოთქმული მუქარა
მიუღებელია“, – წერს ედგარს
რინკევიჩსი. Had a 📞 call with President
@Zourabichvili_S on the ongoing situation in Georgia. I support the
proposal to launch a dialogue between political forces to ensure the
European path of 🇬🇪 and the resolution of the current crisis.
Threats expressed against President are unacceptable — Edgars
Rinkēvičs (@edgarsrinkevics) December 23, 2024