მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისაკენ წავა, საქართველოს საკუთარი პირობების, საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია - ვოლსკი

Primetime.ge 4 დღის წინ 14
მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისაკენ წავა, საქართველოს საკუთარი პირობების, საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია - ვოლსკი
ახლახან გამოქვეყნდა მოხსენება, რამდენად წარმატებულია ქართული სამართალდამცავი ორგანოები საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში და მეორე დღეს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადება გაკეთდა სანქციებზე. ეს არის რეალობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, საქართველოს საკუთარი პირობებისა და საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია.„სანქციების მიზანი პოლიტიკური გავლენის მოხდენაა, აქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე არ არის საუბარი. აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი არასდროს ჰყოლია, როგორიც საქართველოა. ჩვენი მოვალეობა არც ერთხელ არ „ჩაგვიგდია“, პარტნიორებთან არასდროს შეგვირცხვენია თავი, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ერთად ვიყავით. ახლახან გამოქვეყნდა უშველებელი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, რამდენად წარმატებულია ქართული სამართალდამცავი ორგანოები ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში და მეორე დღეს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადება გაკეთდა. აი, ეს არის რეალობა. მეორე რეალობაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამით აღფრთოვანებულია, გახარებულია და კიდევ მეტს ითხოვს. გახარებული არიან იმით, რომ ის პროექტები ვერ შედგება, რომლებიც ეხება ეკოლოგიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ჯანდაცვას, განათლებას, ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. ამის არგაკეთება უხარიათ, იქნებ, როგორმე ალეკო ელისაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში. მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისაკენ წავა. საქართველო და მისი პარტიული, ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს, რადგან საქართველოს საკუთარი პირობებისა და საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია