მოცემულობა როგორც ჩანს ისეთია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრიტანეთში არ ფლობს არანაირ ქონებას, ან რაიმე სხვა ფინანსურ აქტივს, მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ქვეყნის შანტაჟის გაგრძელებაა - ირაკლი ქადაგიშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 21
მოცემულობა როგორც ჩანს ისეთია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრიტანეთში არ ფლობს არანაირ ქონებას, ან რაიმე სხვა ფინანსურ აქტივს, მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ქვეყნის შანტაჟის გაგრძელებაა - ირაკლი ქადაგიშვილი
მოცემულობა როგორც ჩანს ისეთია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ ფლობს არანაირ ქონებას, ან რაიმე სხვა ფინანსურ აქტივს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი, მთავარია ქვეყნის შანტაჟის გაგრძელება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბრიტანეთის თემთა პალატამ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე იმსჯელა.„მოგეხსენებათ, რომ დიდი ბრიტანეთი იყო და არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი უკრაინაში ომის გაგრძელებისა და საქართველო თავიდანვე წინააღმდეგი იყო ომის დაშვების, ომის მიმდინარეობისა. რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით, ეს საერთაშორისო, „დიფ სთეითისა“ და გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა გრძელდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია