"ქართული ოცნების"
ინიციატივა პარლამენტში
საგამოძიებო კომისიის
შექმნის შესახებ, რომელმაც
2003-12 წლებში, "ნაციონალური
მოძრაობის" ხელისუფლებაში
ყოფნის პერიოდი უნდა
შეისწავლოს, პოლიტიკური
განხილვის
თემაა.პლატფორმა
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" ერთ-ერთი
ლიდერი, თინა ბოკუჩავა
დარწმუნებულია, რომ ეს თემა
საზოგადოებისთვის
ინტერესის სფეროს არ
წარმოადგენს."მათი მხრიდან,
მოღალატე რეჟიმის მხრიდან
კვლავ 13 წლის წინანდელ
მოვლენებზე საუბარი არის
უკიდურესი ცინიზმი.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს
საზოგადოებისთვის არ
წარმოადგენს ინტერესის
სფეროს, რადგან დღეს ჩვენ
ვართ ერთიანი ჩვენს
ბრძოლაში," - აცხადებს თინა
ბოკუჩავა.პარტია "გახარია
საქართველოსთვის" წევრი,
ზაზა თავაძე კი აცხადებს,
რომ ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომელსაც
"არალეგიტიმურ
პარლამენტში" შექმნილი
საგამოძიებო კომისია
მიიღებს, ასევე
არალეგიტიმური
იქნება."ჩვენი ათვლის
წერტილი უნდა იყოს
გაყალბებული და
მიტაცებული არჩევნები. თუ
ისინი შექმნიან ე.წ.
საგამოძიებო კომისიას,
ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომელსაც
არალეგიტიმურ პარლამენტში
შექმნილი ე.წ. საგამოძიებო
კომისია მიიღებს, იქნება,
რა თქმა უნდა,
არალეგიტიმური," - აცხადებს
ზაზა თავაძე.შეგახსენებთ,
რომ "ქართული ოცნების"
ინიციატივით, მე-11 მოწვევის
პარლამენტი 2003-2012 წლებში,
"ნაციონალური მოძრაობის"
ხელისუფლებაში ყოფნის
პერიოდს შეისწავლის.
სახელისუფლებო გუნდი
საგამოძიებო კომისიის
შექმნის საკითხს
საგაზაფხულო სესიის
პირველივე სხდომაზე
დააყენებს. კომისია 6 თვე
იმუშავებს, საბოლოო
დასკვნას კი სექტემბერში
დაამტკიცებს. ამის შემდეგ,
საქმე გენერალურ
პროკურატურას გადაეცემა.