რა პრემიერი უნდა
წარადგინოს, ამის
უფლებამოსილება არ აქვს. რა
ტექნიკური მთავრობა?
მოსახლეობამ თუ
გადაწყვიტა, რომ ამ
უსამშობლოებს უნდა
დაუჭიროს მხარი, მაშინ
რატომ ტექნიკური მთავრობა,
შემდეგ მადამ მავნებელი
მთავრობას თავად
დააკომპლექტებს უცხო
დაკვეთით?, – ამის შესახებ
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ირაკლი ზარქუამ
პრეზიდენტის ქარტიასთან
დაკავშირებით
განაცხადა.ზარქუას თქმით,
ეს ყველაფერი
სიგიჟეა.„ერთმანეთშიც კი
ვერ თანხმდებიან და ვერ
გაურკვევიათ, ვის რა
ღირებულება აქვს. მათი
კოალიციური მთავრობა
ვნახეთ, რას წარმოადგენს.
სიებიც ვნახეთ, ვაჭრობა
გახსნეს, ვინ რა პოზიციაზე
იყოს. ამათი მმართველობა
ჩვენს მტერს. 26 ოქტომბერს
ყველა ერთად პოლიტიკურ
სანაგვეზე წავა“, –
განაცხადა ირაკლი ზარქუამ.