მომხმარებლის დაცვის
ეროვნული სტრატეგიის
მმართველი კომიტეტის
სხდომა გაიმართა, რომელზეც
ექვსი მარეგულირებელი
უწყების მიერ შემდგარი
მმართველი კომიტეტი
შეიკრიბა და სამოქმედო
გეგმის შესაბამისად - 2025
წელს განსახორციელებელი
საკითხები განიხილა, -
ინფორმაციას საქართველოს
კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის
სააგენტო
ავრცელებს.მმართველი
კომიტეტი კონკურენციისა
და მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს ინიციატივით და
ეროვნული ბანკის,
კომუნიკაციების კომისიის,
სემეკის, დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის და სურსათის
ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლებისგან
შედგება, რომელიც 2024 წელს
მომხმარებლის დაცვის
პირველი ეროვნული
სტრატეგის საფუძველზე
შეიქნა. საქართველოს
მთავრობის მიერ
მხარდაჭერილი სტრატეგია,
2024-2027 წლებში, 6
მარეგულირებელი უწყების
ერთობლივ აქტივობებს
მოიცავს.სტრატეგიის
დოკუმენტი მოიცავს დარგის
მარეგულირებელ
კანონმდებლობაში შესატანი
ცვლილებების შესახებ
ანგარიშის მომზადებას,
სახელმძღვანელო
დოკუმენტების
შემუშავებას,
საერთაშორისო
თანამშრომლობის
გაძლიერებას,
მომხმარებლებისა და
ბიზნესის ცნობიერების
ამაღლებას და სხვა
მნიშვნელოვან აქტივობებს,
რომელიც სექტორში
არსებული გამოწვევების
გადასაჭრელად
მნიშვნელოვანია.სტრატეგიის
მიზანია, ერთობლივ
ფორმატში - ეროვნულ დონეზე,
მომხმარებლის ჯგუფური და
ინდივიდუალური
ინტერესების თანაბრად და
ეფექტიანად დაცვა,
რომელმაც უნდა
უზრუნველყოს კიდევ უფრო
მეტი გარანტიების შექმნა
მოქალაქეებისთვის, როგორც
მომხმარებლებისთვის,
რადგან მათი უფლებები იყოს
უფრო მეტად დაცული და
გარანტირებული.