ადრეული გაფრთხილების
სისტემები ერთ-ერთი
აქტუალური საკითხია, ამ
თემაზე მუშაობა ძალიან
აქტიურად მიმდინარეობს;
მომდევნო ოთხი წლის
მანძილზე სრულად
დასრულდება შესაბამისი
სამუშაოები და ქვეყანას
ექნება თანამედროვე
სტანდარტების ადრეული
გაფრთხილების სისტემები, -
ამის შესახებ „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მისივე თქმით,
ძალიან დიდი პროგრესი აქვს
ქვეყანას დაცული
ტერიტორიების ფართობების
ზრდის და ტყეების
აღდგენა-გაშენების
კუთხითაც.„ძალიან
მნიშვნელოვნად გაფართოვდა
დაცული ტერიტორიების
ფართობები და მომდევნო
ოთხი წლის განმავლობაში
დამატებით 100 ათასი ჰექტრით
გაიზრდება დაცული
ტერიტორიების ფართობები
ჩვენს ქვეყანაში. ასევე
აღდგება-გაშენდება 15 ათასი
ჰექტარი ტყე. მხოლოდ ბოლო
ოთხი წლის განმავლობაში,
ტემპები ტყეების
აღდგენა-გაშენების კუთხით
გვაქვს გაზრდილი
დაახლოებით ხუთჯერ წინა
ხელისუფლებასთან
შედარებით. შედარებაც არ
ღირს, იმდენად უმნიშვნელო
იყო მათ მიერ აღდგენილი და
გაშენებული ტყეების
მოცულობა ჩვენს
ქვეყანაში“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.მისივე
შეფასებით, ძალიან
მნიშვნელოვანია ჰაერის
დაბინძურების საკითხი დიდ
ქალაქებში და ეს საკითხი
განსაკუთრებით აქტუალურია
თბილისისთვის და
რუსთავისთვის.„თბილისში
25%-ით არის შემცირებული
ჰაერის დაბინძურების
მაჩვენებელი ბოლო
რამდენიმე წლის
განმავლობაში, რაც ძალიან
მნიშვნელოვანი
სამუშაოების შედეგია.
რუსთავში 35%-ით არის
შემცირებული ჰაერის
დაბინძურების
მაჩვენებელი. რა თქმა უნდა,
ამ მიმართულებით მუშაობა
აქტიურად გაგრძელდება“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.