ბოლო 2.5 წლის განმავლობაში,
პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ
შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი,
რაც გვაძლევს ოპტიმისტური
პროგნოზის გაკეთების
საშუალებას, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ საარჩევნო
პროგრამის პრეზენტაციისას
განაცხადა.მისივე თქმით,
არსებული პროგნოზით,
შემდეგი 4 წლის
განმავლობაში, ქვეყანაში,
დამატებით, 9 მლრდ აშშ
დოლარის პირდაპირი
უცხოური ინვესტიცია
იქნება მოზიდული.„არსებულ
ტენდენციებს
შევინარჩუნებთ,
ეკონომიკური ზრდის
კვალდაკვალ გაიზრდება
ინვესტიციებიც ჩვენს
ეკონომიკაში და ჩვენი
პროგნოზია ის, რომ შემდეგი 4
წლის განმავლობაში,
დამატებით, 9 მლრდ აშშ
დოლარის პირდაპირი
უცხოური ინვესტიცია
იქნება მოზიდული. უშუალოდ
ამისთვის ახლაც
მიმდინარეობს სამუშაოები,
უახლოესი კვირების
განმავლობაში არის
დაგეგმილი კონკრეტული
ხელშეკრულებების
გაფორმება, რომლითაც
მრავალმილიარდიანი
ინვესტიციები შეიძლება
იქნას მოზიდული,“-
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.