„საქართველოს სოფლის
მეურნეობის შემდეგი
ეტაპის განვითარება მისი
პოტენციალის მიზნობრივ
გამოყენებასა და
საინვესტიციო პოლიტიკის
განსაზღვრას ეხება. ამ
პროცესში მნიშვნელოვანია
სოფლის ტიპის
დასახლებების განვითარება
და სოფლის მეურნეობაში
ჩართული მოსახლეობის
ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესება“, - ამის
შესახებ გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის
მინისტრობის კანდიდატმა
დავით სონღულაშვილმა
საფინანსო-საბიუჯეტო,
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის,
აგრარულ საკითხთა, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების და რეგიონული
პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტების ერთობლივ
სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას
განაცხადა.როგორც
მინისტრობის კანდიდატმა
აღნიშნა, მომავალი 4 წლის
განმავლობაში, სოფლის
მეურნეობის დარგის
მხარდასაჭერად,
დაგეგმილია 3 მილიარდ
ლარამდე ფინანსური
რესურსის გამოყოფა. დავით
სონღულაშვილმა იმ
მნიშვნელოვან
მიმართულებებზე
გაამახვილა ყურადღება,
რაზეც სამინისტროს
განსაკუთრებული აქცენტი
ექნება გაკეთებული. ესენია:
სოფლის მეურნეობის
პირველადი წარმოების,
გადამმუშავებელი და
რეალიზაციის პროცესების
გაუმჯობესება;
თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვა,
სერვისების
ხელმისაწვდომობა და ახალი
სასოფლო-სამეურნეო
პროექტების განვითარება;
ფერმერებისა და
მეწარმეების ცოდნის
ამაღლება და მათთვის
საჭირო ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოფა;
აგროდაზღვევის სისტემის
გაუმჯობესება და
სამელიორაციო
მომსახურების გაძლიერება,
რაც ხელს შეუწყობს სოფლის
მეურნეობის მდგრად
განვითარებასა და დარგის
ეკონომიკური პოტენციალის
ზრდას.