პარტია “ქართული ოცნების”
აღმასრულებელი მდივანი და
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
მამუკა მდინარაძე, აშშ-ის
საელჩოს მიერ
გამოქვეყნებულ მორიგ
განცხადებას ეხმიანება,
სადაც აღნიშნულია:
“იზოლაციაში ქვეყნები ვერ
ვითარდება. საქართველოს
დასავლეთისგან იზოლაცია
მისი ხალხის ინტერესებს
ეწინააღმდეგება.”მდინარაძის
თქმით, ის მოუწოდებს
პრემიერ-მინისტრს,
მოუწოდოს რაჟდენ
კუპრაშვილს, რომ არ
მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს
საარჩევნო მიზნის მქონე
სუბიექტის სტატუსი.“ეს
აშშ-ის საელჩოს ახალი
განცხადებაა. მოვუწოდებ
ირაკლი კობახიძეს,
მოუწოდოს რაჟდენ
კუპრაშვილს, არ მიანიჭოს
აშშ-ის საელჩოს საარჩევნო
მიზნის მქონე სუბიექტის
სტატუსი!” - წერს მამუკა
მდინარაძე სოციალურ
ქსელში.