მოდი, გამოსავალზე ვისაუბროთ და არა რაღაც კოშმარულ სცენარებზე... ერთადერთი, რაც გადაჭრის პოლიტიკურ კრიზისს, ახალი არჩევნების დანიშვნაა - თამაზ დათუნაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 11
მოდი, გამოსავალზე ვისაუბროთ და არა რაღაც კოშმარულ სცენარებზე... ერთადერთი, რაც გადაჭრის პოლიტიკურ კრიზისს, ახალი არჩევნების დანიშვნაა - თამაზ დათუნაშვილი
"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომელიც სამოქალაქო ომის შესაძლებლობაზე და მსხვერპლზე საუბრობს, ოპოზიციაში შეფასებები მოჰყვა.კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ კოშმარული სცენარის განვითარების შესაძლებლობაზე მეტად, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე უნდა იფიქრონ, ეს მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნას შეუძლია."მე, როგორც პოლიტიკოსმა ვიცი ერთი რამ - ეს კრიზისი არის პოლიტიკური კრიზისი, ამ კრიზისის მიზეზი არის გაყალბებული არჩევნები, ერთადერთი ამბავი, რაც გადაჭრის ამ პოლიტიკურ კრიზისს, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა. მოდი, გამოსავალზე ვისაუბროთ და არა რაღაც კოშმარულ სცენარებზე. თუ ხელისუფლება არ დათმობს ამ პროცესში, ქართული საზოგადოება დაიცავს თავის არჩევანს. პოლიტიკოსები ვართ და პოლიტიკოსებმა უნდა განვტვირთოთ ეს კრიზისი," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ თუკი ვინმე დღეს ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, ეს "პოლიციის ფორმაში გადაცმული დაქირავებული მოძალადეები" არიან."ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო ორი კვირაა, თუ ვინმე ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, არის პოლიციის ფორმაში გადაცმული დაქირავებული მოძალადეები, რომლებიც თავისუფლების და ევროპის მოთხოვნის გამო, სახის ძვლებს უმტვრევენ თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია