მიხეილ ყაველაშვილი სდსს-ს დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში

Primetime.ge 5 საათი წინ 2
მიხეილ ყაველაშვილი სდსს-ს დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში
ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაკისრებული აქვს ურთულესი მისია.„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია - დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ, სიმშვიდე და უსაფრთხოება, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.გაიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ასევე, სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ და ღირსების მედლები გადაეცათ სამსახურის ათამდე თანამშრომელს.
სრულად წაიკითხეთ სტატია