ვიმედოვნებდი, რომ ის
ადამიანები, რომლებსაც
განსხვავებული აზრი აქვთ
ეროვნულ ინტერესებთან
დაკავშირებით,
დააკვირდნენ, რომ არ
ჰქონდეთ სახელმწიფოს
წინააღმდეგ მიმართული
ქმედებები, - განაცხადა
პრეზიდენტმა მიხეილ
ყაველაშვილმა
თავისუფლების მოედანზე, 26
მაისის საზეიმო
ღონისძიების დასრულების
შემდეგ
ჟურნალისტებთან.„ძალიან
მალე იქნება საქართველო
ერთიანი, ძლიერი და
ყველასთვის მნიშვნელოვანი
ქვეყანა. ჩემს სიტყვაშიც
აღვნიშნე, რომ
ხელისუფლების და ჩვენი
მოქალაქეების
უმრავლესობის შეგნება და
გონიერი დამოკიდებულება
არსებულ რეალობასთან არის
ის, რომ ვგრძნობთ ჩვენს
სუვერენიტეტს ეროვნულ
ინტერესს და სწორედ აქედან
გამომდინარე ვიღებთ
გადაწყვეტილებებს.
ვიმედოვნებდი, რომ ის
ადამიანები, რომლებსაც
განსხვავებული აზრი აქვთ,
ეროვნულ ინტერესებთან
დაკავშირებით,
დააკვირდნენ, არ ჰქონდეთ
სახელმწიფოს წინააღმდეგ
მიმართული ქმედებები
ყველაზე მეტად გული მტკივა
ახალგაზრდებზე,
მოზარდებზე. ხომ ვნახეთ
კამპანიები, როდესაც
სკოლის მოსწავლეებიც კი
გამოიყენეს აქციებისთვის.
მე როგორც ყველას
პრეზიდენტი, ვისურვებდი,
რომ მათი შეგნება
საქართველოს
ინტერესებიდან
გამომდინარეობდეს“, -
აღნიშნა პრეზიდენტმა.