პაპანაქება სიცხეში, შუა
ზაფხულში ამდენი ხალხის
შეკრებას პრეცედენტი არ
აქვს და მეტყველებს ჩვენი
აქტიური მოქალაქეების
მაღალ
ბრძოლისუნარიანობაზე, –
ამის შესახებ საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ
სააკაშვილი სოციალურ
ქსელში წერს.როგორც
სააკაშვილი აღნიშნავს,
აქციის მონაწილეებს შორის
იყო ერთიანობა.„აქცია
ნამდვილი არჩევნების
მოთხოვნით და არა როგორც
ალისა ამბობს ხოლმე
„ვითომ-ვითომ“ არჩევნებში
და სინამდვილეში,
სპეცოპერაციაში
მონაწილეობის, იყო ძალიან
წარმატებული!ამ
პაპანაქება სიცხეში, შუა
ზაფხულში ამდენი ხალხის
შეკრებას პრეცედენტი არ
აქვს და მეტყველებს ჩვენი
აქტიური მოქალაქეების
მაღალ
ბრძოლისუნარიანობაზე.კიდევ
რაც მომეწონა –
მონაწილეებს შორის არ იყო
არანაირი კონკურენცია და
ეჭვიანობა, მხოლოდ
ერთიანობა. ვულოცავ
მსვლელობის
ორგანიზატორებს და
მონაწილეებს.ძალა
ერთობაშია!“, – წერს მიხეილ
სააკაშვილი.