"მიშა ყაველაშვილი არის
ეროვნული, პატრიოტი
ადამიანი და კარგი მცოდნე
უკვე პოლიტიკისა. ძალიან
კარგი მცოდნე იმ
საკითხებისა, რაც ეროვნულ
გამოწვევებთან
დაკავშირებით შეიძლება
იყოს ამ ქვეყანაში და ბოლო
წლების განმავლობაში ის
დრომაც, საქციელმაც,
ქმედებამაც, ყველაფერმა
გამოცადა და მგონია, რომ
შესაბამისი
კომპეტენციიდან
გამომდინარე, მისი
მოქმედებები ეროვნულ
ინტერესებს მაქსიმალურად
მორგებული იქნება", - ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ
პრეზიდენტობის კანდიდატ,
მიხეილ ყაველაშვილთან
დაკავშირებით
განაცხადა.როგორც
მდინარაძემ აღნიშნა,
სალომე ზურაბიშვილის
პრეზიდენტობის
კომპეტენციის ჩარჩოებს
გასცდა, ხოლო ყაველაშვილის
მთავარი ამოცანა იქნება,
რომ ეს ინსტიტუტი ჩარჩოებს
დაუბრუნოს."საქართველოში
არის წარმოდგენები
პრეზიდენტის ინსტიტუტის
მიმართ არა ისეთი, როგორიც
უნდა იყოს, არა ისეთი,
როგორიც უნდა
შეესაბამებოდეს
პრეზიდენტის
უფლებამოსილებას. რაღაც
პრეზიდენტის უფლება არის,
რაღაც არ არის. სალომე
ზურაბიშვილმა თავდაყირა
დააყენა ეს ყველაფერი.
თავისი პრეზიდენტობის
პირველ პერიოდში ეს
ადამიანი ცდილობდა, რომ
თავისი კომპეტენციის
ჩარჩოებში ყოფილიყო,
შემდეგ გავიდა
კომპეტენციის
ჩარჩოებიდან,
მომსახურების ყველანაირი
არეალიდან და
სფეროდან.ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა, რაც მიშა
ყაველაშვილს ექნება, არს
კომპეტენციის შესაბამისი
უფლებამოსილების სწორად,
ეროვნული ინტერესებიდან
და კონსტიტუციური
ჩარჩოებიდან გამომდინარე
მოქმედება. ეს იქნება მისი
მთავარი გამოწვევა.მიშა
ყაველაშვილი არის
ეროვნული, პატრიოტი
ადამიანი და უკვე კარგი
მცოდნე პოლიტიკისა. ძალიან
კარგი მცოდნე იმ
საკითხებისა, რაც ეროვნულ
გამოწვევებთან
დაკავშირებით შეიძლება
იყოს ამ ქვეყანაში და ბოლო
წლების განმავლობაში, ის
დრომაც, საქციელმაც,
ქმედებამაც, ყველაფერმა
გამოცადა და მგონია, რომ
შესაბამისი
კომპეტენციიდან
გამომდინარე, მისი
მოქმედებები ეროვნულ
ინტერესებს მაქსიმალურად
მორგებული იქნება და მას
მაქსიმალური მხარდაჭერა
ექნება", - განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.