მისი პრინციპულობა,
შრომისმოყვარეობა,
საქმისადმი ერთგულება და
ქვეყნისადმი პატრიოტიზმი
არის ის მკაფიო თვისებები,
რომლებიც აუცილებლად მის
წარმატებას უზრუნველყოფს, -
განაცხადა განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ,
გივი მიქანაძემ ანრი
ოხანაშვილზე, რომელსაც
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსის
თანამდებობაზე პარლამენტი
კენჭს დღეს
უყრის.„დარწმუნებული ვართ,
რომ ის პროცესები, რომლებიც
სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მეშვეობით
ქვეყნის სუვერენიტეტის
განმტკიცების და
უსაფრთხოების
თვალსაზრისით, რაზეც
არაერთი საერთაშორისო
დასკვნა დაიდო, რომ უმაღლეს
შეფასებას იმსახურებს ეს
პროცესი, კვლავაც ასე
გაგრძელდება და კიდევ უფრო
მეტი სიახლე შემოვა
სისტემაში”, - განაცხადა
გივი
მიქანაძემ.საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ 2 აპრილს
გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა, რომ
საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის თანამდებობაზე
საქართველოს პარლამენტს
ანრი ოხანაშვილის
კანდიდატურა წარედგინება.