ჩვენი სამშობლო ჩვენი
სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა
საქართველოს
თვითმყოფადობის სამი
უმთავრესი საყრდენი -
მამული, ენა და
სარწმუნოება, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ამის
შესახებ
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ წვევამდელთა
ფიცის დადების
ცერემონიაზე სიტყვით
გამოსვლისას
განაცხადა.მთავრობის
მეთაურმა ქართველი ხალხის
სიამაყეა საქართველოს
თითოეული კუთხე, უნიკალური
ენა და დამწერლობა და
საქართველოს დედა
ეკლესია."ჩვენი სიამაყეა
ჩვენი სამშობლოს თითოეული
ულამაზესი კუთხე -
ულამაზესი ბუნებითა და
ულამაზესი ადამიანებით;
ჩვენი სიამაყეა ჩვენი
უნიკალური ენა და
დამწერლობა; ჩვენი
სიამაყეა საქართველოს
დედა ეკლესია, რომელიც
ყოველთვის იყო და დღესაც
არის საქართველოს
ეროვნული
დამოუკიდებლობისა და
თვითმყოფადობის ერთ-ერთი
უმთავრესი საყრდენი.
დღევანდელ დღეს, კიდევ
ერთხელ მინდა უდიდესი
მადლობა გადავუხადო ჩვენს
წმინდა ეკლესიას,
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს - ილია
მეორეს, რომელმაც თავისი
სიბრძნითა და
ნახევარსაუკუნოვანი
მოღვაწეობით უდიდესი
წვლილი შეიტანა
საქართველოს ეროვნული
თვითმყოფადობის
შენარჩუნებასა და
განმტკიცებაში“, -
განაცხადა პრემიერმა.