მთავრობის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას დადებითად აფასებენ

Primetime.ge 2 თვის წინ 27
მთავრობის წევრები „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას დადებითად აფასებენ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა დადებითად შეაფასეს მთავრობის წევრებმა. მინისტრების თქმით, პროგრამა მკაფიოდ ასახავს ქვეყნის როგორც უკვე მიღწეულ პროგრესს, ასევე იმ გეგმებსა და პრიორიტეტებსაც, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად აქვს დასახული.„ფაქტებზე დაფუძნებით ჩანდა თუ რაოდენ დიდი პროგრესი აქვს ჩვენს ქვეყანას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე და კონკრეტული დაპირებები იყო გაცემული იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აჩვენებს თუ რა დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ 2028 წლისთვის“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.„ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მილიარდი ლარით გაზრდილი გამოშვება აგრობიზნესის, ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია ოთხჯერ და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები, რომლებზეც პრემიერ ჰქონდა საუბარი და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა“, - მიიჩნევს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.„მთავარი ორიენტირი არის ის საჭიროებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარება, ბუნებრივია, კეთილდღეობა და ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას შემდგომი, თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
სრულად წაიკითხეთ სტატია