საქართველოს მთავრობის
ეფექტიანობის
დეპარტამენტის უფროსად
გურამ დუმბაძე დაინიშნა.
ამის შესახებ საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციაში
განაცხადეს.როგორც
მთავრობის
ადმინისტრაციაში
განმარტავენ, ამ
თანამდებობაზე
დანიშვნამდე გურამ
დუმბაძე მთავრობის
ადმინისტრაციის შიდა
აუდიტის სამსახურს
ხელმძღვანელობდა, რომლის
ბაზაზეც მთავრობის
ეფექტიანობის
დეპარტამენტი
შეიქმნა.გურამ დუმბაძეს
უმაღლესი განათლება
მიღებული აქვს ბიზნესის
მართვის მიმართულებით,
საფინანსო, საბანკო და
სადაზღვევო საქმის
სპეციალობით. მას საჯარო
სამსახურში მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება
აქვს. სხვადასხვა პერიოდში
იგი მუშაობდა აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა სამინისტროს
ქონების მართვის
განყოფილებაში, ასევე 11
წლის განმავლობაში,
სხვადასხვა პოზიციაზე
მუშაობდა სახელმწიფო
აუდიტის სამსახურში –
აუდიტორ-ასისტენტობიდან
მთავარ აუდიტორობამდე. 2021
წლიდან გურამ დუმბაძე იყო
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის შიდა
აუდიტის სამსახურის
უფროსი, 2025 წლის ივნისიდან
კი მთავრობის
ეფექტიანობის
დეპარტამენტის
ხელმძღვანელად დაინიშნა.