მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო
გამოსავალი, თუ როგორ
დაინიშნოს არჩევნები,
თუმცა გადაწყვეტილება 29
რიცხვამდე უნდა იყოს
შეთანხმებული, – ამის
შესახებ საქართველოს
პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი სოციალურ
ქსელში წერს."არჩევნები არ
შედგა: ამჟამინდელი
კრიზისის გადასაჭრელად
ერთადერთი ფორმულაა,
საყოველთაოდ აღიარებული
თითოეულ დემოკრატიულ
ქვეყანაში, ახალი
არჩევნები! მზად ვარ,
დავჯდე და ვიპოვო
გამოსავალი, თუ როგორ
დაინიშნოს არჩევნები,
თუმცა გადაწყვეტილება 29
რიცხვამდე უნდა იყოს
შეთანხმებული. 29-ისთვის
ჩვენ ყველას გვექნება
შესაძლებლობა, ეს ქვეყანა
წინ წავწიოთ, გავხადოთ
საქართველო დემოკრატიის,
შერიგებისა და პროგრესის
გლობალური მაგალითი!
საქართველო არასდროს
ნებდება, როდესაც
სიმართლეს იცავს.
საქართველო მართალია –
თქვენ მართლები ხართ! რას
გავაკეთებ: მე ვარ და
ვრჩები ხალხის ერთგული, არა
მხოლოდ მათი, ვინც დღეს
აქაა, არამედ ყველა
ქართველის. ეჭვი არავინ
შეიტანოს, რომ მე ვარ და
ყოველთვის ვიქნები ყველას
პრეზიდენტი! რას გავაკეთებ:
მე დავრჩები ქართული
არმიის ერთგული, მისი
ვეტერანების,
ჯარისკაცებისა და მტკიცე
პარტნიორების, რომელთაც
ააგეს და გააძლიერეს ის. მე
ვარ და ვრჩები
მთავარსარდლად!“, – წერს
სალომე ზურაბიშვილი.