მედია ფაქტებს ამოწმებს და შემდეგ წყვეტს, გააშუქოს თუ არა... რასაც ივანიშვილის ადვოკატები აღწერენ, ძალიან საეჭვოა, რომ რეალურ ფაქტებთან იყოს კავშირში - თამაზ დათუნაშვილი

Primetime.ge 3 თვის წინ 24
მედია ფაქტებს ამოწმებს და შემდეგ წყვეტს, გააშუქოს თუ არა... რასაც ივანიშვილის ადვოკატები აღწერენ, ძალიან საეჭვოა, რომ რეალურ ფაქტებთან იყოს კავშირში - თამაზ დათუნაშვილი
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველების მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მედიაკონსულტანტს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში, ბიძინა ივანიშვილისა და Julius Baer-ის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში პრობლემები შეექმნა, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ.კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემა არა პოლიტიკურ დევნასთან, არამედ ფაქტების არასანდოობასთან არის დაკავშირებული."Julius Baer-ი არის საერთაშორისო მასშტაბის, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკი, რომელიც ასეთი ქმედებებით დაკავებული აქამდე არასდროს არ ყოფილა და არც ივანიშვილზე არავითარ გამონაკლისს არ გააკეთებდა. ცივილიზებულ სამყაროში, მედია ფაქტებს ამოწმებს და შემდეგ წყვეტს, გააშუქოს თუ არა ესა თუ ის ფაქტი. რასაც ივანიშვილის ადვოკატები აღწერენ, ძალიან საეჭვოა, რომ რაიმე სახით, რეალურ ფაქტებთან იყოს კავშირში", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ კომერციული დავები არ აინტერესებს და არც ამ დავებთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების სჯერა.
სრულად წაიკითხეთ სტატია