თვითმმართველობის
არჩევნები ოპოზიციაში
ისევ დაპირისპირების
თემაა. ევროპელი
დეპუტატების მოწოდების
შემდეგ, რომ ოპოზიციამ 4
ოქტომბერი, როგორც
შესაძლებლობა ისე უნდა
გამოიყენოს, ოპოზიციურ
სპექტრში ერთმანეთის
მისამართით კრიტიკა
მწვავდება. "რაშიც გინდათ,
იმაში მიიღეთ მონაწილეობა"
- წერს სოციალურ ქსელში
"კოალიცია ცვლილებისთვის"
ერთ-ერთი ლიდერი ნიკა
გვარამია."მეგობრებო, რაშიც
გინდათ, იმაში მიიღეთ
მონაწილეობა. ოღონდ, "გაღმა
შეედავე, გამოღმა
შეგრჩებას" მოეშვით! კიდევ
აქეთ რომ გვაწვებით იმათ,
ვინც ერთადერთ სწორ, მაგრამ
რთულ გადაწყვეტილებას
ვიღებთ და ამის გამო
ვრჩებით ფინანსების
გარეშე და ლიდერებით
ციხეში. არ გვეშინია ამ
ამბის, ამოვძვრებით ამ
მძიმე ვითარებიდან. არ
გვეშინია, იმიტომ, რომ
ვიცით, რისთვის ვიბრძვით:
რეჟიმი უნდა დაემხოს!" - წერს
გვარამია."ლელო" და
"გახარიას" გუნდში
მიიჩნევენ, რომ შანსი
ხელიდან არ უნდა
გაუშვან.განსხვავებულია
"ნაციონალური მოძრაობის"
წევრების პოზიციები.
მმართველ გუნდში კი
ფიქრობენ, რომ
ევროპარლამენტარების
მოწოდება არის
ოპოზიციისთვის გარედან
მიღებული კიდევ ერთი
დავალება.