მე-11 მოწვევის პარლამენტის
პირველი საშემოდგომო
სესია ნაყოფიერი იყო
როგორც ორგანიზაციულად
დაკომპლექტების მხრივ,
ასევე საკანონმდებლო
ინიციატივების მიღებით, –
ამის შესახებ პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა
განაცხადა.პაპუაშვილმა
დეპუტატებს მადლობა
გადაუხადა და აღნიშნა, რომ
ხვალ 09:00 საათზე
პრეზიდენტის არჩევნები
გაიმართება და
პარლამენტის შემადგენლობა
საარჩევნო კოლეგიის
წევრების სახით იქნება
წარმოდგენილი.„დღეს
მიმდინარე საშემოდგომო
სესიის ბოლო პლენარული
სხდომა გვქონდა, თავად
სესია მომავალ პარასკევს 20
დეკემბერს ბიუროს სხდომით
დაიხურება, თუმცა
პლენარული სხდომები
თებერვლამდე, საგაზაფხულო
სესიამდე აღარ გვექნება.
მადლობა მინდა
გადაგიხადოთ. მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი
საშემოდგომო სესია იყო,
ნაყოფიერად ვიმუშავეთ,
როგორც პარლამენტის
ორგანიზაციულად
დაკომპლექტების მხრივ,
ასევე საკანონმდებლო
ინიციატივების მიღებით.
მინდა, წარმატება გისურვოთ
ყველას. ხვალ იგივე
შემადგენლობა იქნებით
უკვე საარჩევნო კოლეგიის
წევრების რანგში
წარმოდგენილი, ამავე
დარბაზში სადაც
პრეზიდენტის არჩევნები
იქნება და გთხოვთ, რომ ხვალ
არჩევნებს ყველა სათანადო
დროს დავესწროთ. როგორც
იცით, 09:00 საათზე იწყება
არჩევნები. კიდევ ერთხელ
დიდი მადლობა წარმატებული
და ნაყოფიერი საშემოდგომო
სესიისთვის და პლენარული
სხდომისთვის. გისურვებთ
ყველას წარმატებას,
ჯანმრთელობას, ბედნიერ
შობა-ახალ წელს. სხდომა
დახურულია“, – აღნიშნა
პაპუაშვილმა.