პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა დღევანდელ
ბრიფინგზე საქართველოს
ახალი პრეზიდენტის
არჩევის საკითხიც
განმარტა.როგორც მან
აღნიშნა, პრეზიდენტის
არჩევის თარიღი
ჩაინიშნება, რის შემდეგაც
ცესკო აყალიბებს
საარჩევნო კოლეგიას,
რომელიც 300 წევრისგან
შედგება.„მოკლედ
მოგახსენებთ პრეზიდენტის
არჩევის წესთან
დაკავშირებით. თარიღი
ჩაინიშნება. ამის შემდეგ
უკვე ცესკო ერთვება
პროცესში, რომელიც ატარებს
ზოგადად ამ არჩევნებს.
თარიღის დანიშვნის შემდეგ,
ცესკო აყალიბებს
საარჩევნო კოლეგიას,
რომელიც 300 წევრისგან
შედგება. მათ შორის არის
150-ვე პარლამენტის წევრი,
ხოლო მეორე ნახევარი, 150
ყალიბდება აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს 20
წევრისგან, აჭარის
უმაღლესი საბჭოს 21
წევრისგან და დარჩენილი 109
წევრი უკვე ყალიბდება
თვითმმართველობის
წარმომადგენლებისგან, 2021-2022
წელს პარტიების მიერ
მიღებული მხარდაჭერის
პროპორციის შესაბამისად.
ამ პროპორციასაც დაადგენს
ცესკო. ეს არის ის
პროცედურები, რომელიც ჩვენ
გველის მომავალ კვირას და
მნიშვნელოვანი მომენტია
ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი
ამომრჩევლისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ
ყველა ინტერესით ელოდება
მომავალ კვირას“, – აღნიშნა
პაპუაშვილმა.ახალი
მოწვევის პარლამენტის
პირველი სხდომა 25 ნოემბერს
გაიმართება.