მაშინ როდესაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიტოვებული ჰყავდათ, მაშინ როდესაც, ქართული ეკლესია იყო დაკავებული, რომ გამოეყვანათ ჯარისკაცები, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 18
მაშინ როდესაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიტოვებული ჰყავდათ, მაშინ როდესაც, ქართული ეკლესია იყო დაკავებული, რომ გამოეყვანათ ჯარისკაცები, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით - შალვა პაპუაშვილი
მაშინ როდესაც, ქართული ეკლესია იყო დაკავებული რომ გამოეყვანათ ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან, მაშინ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერმა ევროპელმა, რომელიც საქართველოში დემოკრატიაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბრობს, პასუხი უნდა გასცეს კითხვაზე - რატომ აქვს საერთაშორისო კრიმინალს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.„დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ნებისმიერი ევროპელი, რომელიც მაღალი კათედრიდან ქართველ ხალხს უკითხავს მორალს საქართველოში დემოკრატიაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე, ყველა თავისი წინადადება დაიწყოს ჯერ იმით, რატომ აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო კრიმინალს, კეზერაშვილის, რომელმაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მილიონები მოჰპარა ქართულ ჯარს, და როგორც ჩანს ზუსტად ამ მილიონებით აგვისტოს ომის ბოლოსკენ ბრილიანტებს და ძვირფასეულობას ყიდულობდა. ჩემი დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგას კორუფცია, ზუსტად ის მილიონები და ბრილიანტები, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ამ კორუფციის წყალობით აქვს კეზერაშვილს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ამიტომ ყველა ამ ევროპელმა დიპლომატმა თუ პოლიტიკოსმა, ჯერ გაგვცეს ამაზე პასუხი - რა დგას ამ ყველაფრის უკან. 12 აგვისტოს აქვს ნაყიდი ეს ბრილიანტები, მაშინ როდესაც ქართველი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიტოვებული ჰყავდათ. მაშინ როდესაც, ქართული ეკლესია იყო დაკავებული რომ გამოეყვანათ ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან, მაშინ თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით. დღეს ეს ხალხი, კეზერაშვილის ტელევიზია, მისი დაფინანსებული პარტიები, ენჯეოები, გველაპარაკებიან საქართველოზე და მის მომავალზე. ხალხი, რომელმაც ქართული ჯარის ფულით დააგროვა ქონება. კეზერაშვილის მორალის ხალხია ოპოზიციაში, ენჯეობეში და მათ ტელევიზიებში. ამ მორალის ხალხი იყო გუშინ, ვინც ტაშს უკრავდა უცხოელებს, ვინც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხისთვის ჭკუის სასწავლებლად იყვნენ ჩამოსულები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია