საქართველოს ეკონომიკის
წინსვლისთვის
მაღალტექნოლოგიური
კვლევების დაფინანსების
გაზრდის მნიშვნელობაზე
ისაუბრა „ხალხის ძალის“
საერთაშორისო მდივანმა
ეკა სეფაშვილმა
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომაზე, სადაც
განიხილებოდა
„ინოვაციების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტი.როგორც ეკა
სეფაშვილმა აღნიშნა,
სტარტაპების წახალისების
პოლიტიკამ, რასაც
ეკონომიკის სამინისტრო
ახორციელებს ქვეყნის
ბიუჯეტს უკვე მოუტანა
ხელშესახები
შემოსავალი.„ძალიან
საინტერესო ინიციატივაა
საქართველოში ინოვაციური
განვითარებისათვის
კვლევების ჩატარების
მიზნით თანხების
მობილიზაცია, რაც
დღევანდელ გლობალურ
ეკონომიკაში ძალიან
მნიშვნელოვანია იმიტომ,
რომ ძირითადად ქვეყნების
მაღალი შემოსავლები
დამოკიდებულია სწორედ
მაღალი ტექნოლოგიური
დარგებისა და
მაღალანაზღაურებადი
კვალიფიციური კადრების
შესაბამის დასაქმებაზე და
მათ მიერ პროდუქტების
შექმნასა და მათ
საექსპორტოდ
გატანაზე.ეკონომიკის
სამინისტროს ამ პოლიტიკამ
ძალიან კარგი შედეგი უკვე
მოიტანა. 43 მილიონი ლარი
იქნა მობილიზებული ახალ
ინოვაციურ სტარტაპებში,
რამაც საქართველოს
ეკონომიკაში ნახევარი
მილიარდი ლარის მოგება
მოიტანა. ამ მიმართულებით
მუშაობის გაგრძელება
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებისათვის
ნამდვილად ძალიან
მნიშვნელოვანი
ნაბიჯებია“, - განაცხადა
ეკა სეფაშვილმა.დეპუტატმა
მომხსენებელს,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილე ირაკლი
ნადარეიშვილს კითხვითაც
მიმართა და დაინტერესდა
სტარტაპების საგადასახადო
შეღავათებით. „გარდა
თქვენს მიერ ჩამოთვლილი
ინოვაციური სტარტაპებისა,
სხვა ეკონომიკურ
აგენტებსაც მიენიჭებათ თუ
არა გარკვეული სტატუსი,
რომელთა აღრიცხვაც
მოხდება შესაბამის
რეესტრში. ამ რეესტრში
აღრიცხვა და რეესტრში
მოხვედრა ნიშნავს თუ არა
იმას, რომ მათთვისაც იქნება
გათვალისწინებული
გარკვეული ტიპის
საგადასახადო
შეღავათები?“, - იკითხა ეკა
სეფაშვილმა.პასუხად
ირაკლი ნადარეიშვილმა
დეტალურად ახსნა თუ როგორ
ხდება სტატუსის მინიჭება
და როგორ მოხდება
საგადასახადო შეღავათების
დაწესება. მანვე ცალსახად
განაცხადა, რომ
უპირატესობა რეგიონებიდან
წამოსულ წინადადებებს
მიენიჭება. ნადარეიშვილმა
აღნიშნა, რომ დაგეგმილია
მომავალი 5 წლის
განმავლობაში სამიზნე 700
სტარტაპის 2 000-მდე გაზრდა.