მაღალი ტემპერატურა, ხველა
და ყელის ტკივილი - ეს ის
სიმპტომებია, რაც გრიპის
ვირუსს ახასიათებს. ამ
ჩივილებით მხოლოდ
იაშვილის კლინიკაში 55-ზე
მეტი ბავშვი მკურნალობს.
ბოლო ორ თვის განმავლობაში,
პედიატრიულ განყოფილებაში
მცირეწლოვანი პაციენტების
მიმართვიანობა
გაორმაგებულია.ქვეყანაში A
და B ტიპის ვირუსი
ცირკულირებს.
ლაბორატორიულად
დადასტურებული
შემთხვევების 70% სეზონური
ვირუსია. მედიკოსები
თებერვლის ბოლოს
დინამიკის კლებას
პროგნოზირებენ.მცირეწლოვანი
პაციენტების
მიმართვიანობა გაზრდილია
სხვა სამედიცინო
დაწესებულებებშიც.
სტაციონარში მოთავსებული
ბავშვების უმეტესობა ხუთ
წლამდე ასაკისაა, 50%-ზე მეტს
კი ვირუსის გართულებული
ფორმა - ფილტვების ანთება
უდასტურდება."ღორის
გრიპისა" და სხვა სეზონური
ვირუსების გავრცელების
პრევენციის მიზნით,
მედიკოსების მთავარი
რეკომენდაცია
ვაქცინაციაა; რისკ ჯგუფებს
და ქრონიკული დაავადების
მქონე პაციენტებს კი
ხალხმრავალ ადგილებში
პირბადის ტარებას და
ჰიგიენური წესების დაცვას
ურჩევენ.