მარნეულში საარჩევნო
ყუთში საარჩევნო
ბიულეტენების შესაძლო
ჩაყრის ფაქტზე შინაგან
საქმეთა სამინისტრომ
გამოძიება დაიწყო.როგორც
„იმედინიუსს“ შსს-ში
განუცხადეს, გამოძიება
სისხლის სამართლის
კოდექსის 164-ე მესამე პრიმა
მუხლით მიმდინარეობს, რაც
არჩევნების გაყალბებას
გულისხმობს. დანაშაული
2-წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.ცესკო-ს
თავმჯდომარემ, გიორგი
კალანდარიშვილმა
მარნეულში, საარჩევნო
უბანზე მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით
განცხადება გააკეთა.
კერძოდ, ვრცელდება მედიასა
და ინტერნეტსივრცეში
ინფორმაცია იმის თაობაზე,
რომ მარნეულის 69-ე
საარჩევნო უბანზე
განხორციელდა თითქოს
საარჩევნო ბიულეტენების
ჩაყრა საარჩევნო ყუთში.