ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ
საინვესტიციო პირობას და
ნაცვლად 100 ათასი დოლარისა,
მოთხოვნა იქნება
საქართველოში 150 ათასი
დოლარის ეკვივალენტის
ღირებულების უძრავი
ქონების შეძენა, -
განაცხადა უცხოელთათვის
ბინადრობის ნებართვაზე
საუბრისას საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ,
პარტია „ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
მამუკა მდინარაძე
უმრავლესობის სხდომის
დასრულების შემდეგ
გამართულ
ბრიფინგზე.მისივე თქმით,
უმრავლესობის სხდომაზე
საუბარი იყო
საკანონმდებლო
ცვლილებებზე, რომელიც
საინვესტიციო
ნებართვებსაც
შეეხება.„თქვენ
მოგეხსენებათ, რომ თუ
უცხოეთის მოქალაქე
საქართველოში შეიძენს 100
ათას დოლარზე მეტი
ღირებულების უძრავ
ქონებას, მასზე შესაბამისი
დისკრეციით - ყველა
ვარიანტში არა,
შესაძლებელია, გაიცეს ერთი
წლით ბინადრობის
უფლება.მიუხედავად იმისა,
რომ ასეთი სტატისტიკაა
ბოლო 6 წლის განმავლობაში,
ასეთი ნებართვა მიიღო 16
ათასმა უცხოეთის
მოქალაქემ და დღეისთვის ეს
ბინადრობის ნებართვა
შენარჩუნებული აქვს 3 600
ადამიანს, ამის
მიუხედავადაც კი, ჩვენ
ცოტათი ვამკაცრებთ
საინვესტიციო პირობას და
ნაცვლად 100 ათასი დოლარისა
ეს იქნება 150 ათასი დოლარის
ეკვივალენტი, რათა მეტი
ინვესტიცია შემოვიდეს და
ეს პირობებიც გამკაცრდეს.
თუმცა, ეს არ არის სფერო,
სადაც ჩვენ დეველოპერებს
უნდა დავარტყათ და
არაბუნებრივ თანხებამდე
გავზარდოთ. 3 600 ადამიანი
ბინადრობის უფლებით,
როდესაც ამაზე
აპელირებენ-ხოლმე,
საშიშროებას ნამდვილად არ
წარმოადგენს“, - აღნიშნა
მდინარაძემ.