ვინაიდან ტრამპისა და მისი
მომავალი ადმინისტრაციის
მიდგომა ორ მთავარ
საკითხთან დაკავშირებით -
გამჭვირვალობის პრინციპი
და ოჯახური ღირებულებები
ემთხვევა საქართველოს
ხელისუფლების მიდგომას,
მინიმუმ ამ ორ საკითხში
წნეხი მოიხსნება, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა
მამუკა
მდინარაძემ.„როგორც
მინიმუმ ჩვენ იმის იმედი
გვაქვს, რომ ვინაიდან
ტრამპის და მისი მომავალი
ადმინისტრაციის მიდგომა
იმ ორ მთავარ პრინციპულ
საკითხზე, რასაც ოჯახური
ღირებულებები და
გამჭვირვალობის პრინციპი
და მათი უპირობო აღიარება
ჰქვია, მათაც ისე მიაჩნიათ,
რომ არის აუცილებელი, ისევე
როგორც ჩვენ - საქართველოს
ხელისუფლებას, აი ამ
ნაწილში, როგორც მინიმუმ
ჩვენ გარკვეული წნეხი
მოგვშორდება“, - განაცხადა
მდინარაძემ.მისი თქმით, სულ
რომ ბიუროკრატიულმა
მექანიზმმა ისე
გააგრძელოს
ფუნქციონირება, როგორც
აქამდე იყო მინიმუმ ამ ორ
საკითხთან დაკავშირებით
საქართველოზე ზეწოლა
მოიხსნება.„ეს ადამიანი
(ტრამპი) საუბრობს ომის
დამთავრებაზე, რა
შემთხვევაშიც ჩვენზე
ზეწოლა იხსნება ომთან
დაკავშირებით და მეორე
ფრონტის ინტერესი ქრება
ბუნებრივად. თუ მეორე
ფრონტის ინტერესი გაქრა და
ამ ორ საკითხზე წნეხი
მოიხსნა, მაშინ უფრო
თავისუფლად და იმედიანად
შეიძლება ვიყოთ
გადატვირთვასთან
დაკავშირებით“, - აღნიშნა
მდინარაძემ.მდინარაძემ
აღნიშნა, რომ ქართველი
ადამიანი, საქართველოს
მოქალაქე არასდროს რაღაც
კონკრეტულ პრინციპებზე
უარს არ იტყვის, რითაც არ
უნდა დაემუქრონ
მას.„დღესაც, როდესაც
ევროკავშირში იქმნება
სხვადასხვა დოკუმენტები,
ბოლო დოკუმენტი გახსოვთ
იქაც კი ვერ მოითმინეს და
ბიუროკრატიამ უზრუნველყო,
მიუხედავად იმისა, რომ
პიარულად შეიძლება არ
აწყობდათ საქართველოში
შიდა მოხმარებისათვის
ჩვენს ოპონენტებს,
ბიუროკრატიამ უზრუნველყო,
რომ ეს ორი კანონი, როგორც
ნეგატიური და ნეგატიურ
კონტექსტში
მოსახსენიებელი კანონები
მოხვედრილიყო“, - აღნიშნა
მდინარაძემ.