მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია - ვლადიმერ ბოჟაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია - ვლადიმერ ბოჟაძე
მაკრონმა გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შეფასებისას.მან აღნიშნა, რომ საუბარი არ შეხებია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თემას, რადგან ამგვარი რამ არ ყოფილა და ამ თემაზე ვერც მაკრონი ისაუბრებს და ვერც ვინმე სხვა ოფიციალური პირი.„რაც შეეხება იმას, თუ რატომ ესაუბრა მაკრონი ბიძინა ივანიშვილს, მაკრონი არის საფრანგეთის პრეზიდენტი, მას არ უნდა ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს ამ პოსტზე და ეს იცის თავად მაკრონმა. ის ესაუბრა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენლობაც არის პარლამენტში უმრავლესობაში, რომელი პარტიის წარმომადგენლობაც არის მთავრობაში და პრემიერ-მინისტრი. რა თქმა უნდა, მან გაიარა საკითხები იმ ადამიანთან, რომელიც თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ველოდებით ოპოზიციას პარლამენტში. როგორც იცით, 150 კაციან პარლამენტში 89 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და 61 - ოპოზიციას. მობრძანდნენ, აქ არის კომიტეტები, პლენარული სხდომა და სხვა ფორმატი“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს მაკრონის ინციატივით შედგა.
სრულად წაიკითხეთ სტატია