ბიძინა ივანიშვილთან
ემანუელ მაკრონის
სატელეფონო ზარი
პოლიტიკური შეფასებების
მთავარ თემად რჩება -
მმართველ გუნდში ამბობენ,
რომ მაკრონის და სხვებიც
ხვდებიან, რომ ოპოზიციას
გასაქანი არ აქვს."მაკრონიც
და ყველა ხვდება, რომ ამ
უსამშობლოებს გასაქანი
არა აქვთ, არც მხარდაჭერა
აქვთ საქართველოში და ახლა
უკვე ცვლიან მიდგომას,
მომავალშიც თქვენ იხილავთ
არაერთი ევროპელი
ლიდერისგან ზარებს და მათ
შორის ლეგიტიმაციის
ცნობას.არჩევნები შედგა,
ეუთო/ოდირი, რომელიც
მთავარი დამკვირვებელი
იყო - დასკვნა დადებულია,
მათ შორის განცხადება
ზეპირიც იყო გაკეთებული და
ცალკეული სახელმწიფოების
მხრიდან იყო და მომავალშიც
გაგრძელდება შესაბამისი
მოლოცვები“, - აცხადებს
პარლამენტის დიასპორისა
და კავკასიის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა.ცნობისთვის,
ბიძინა ივანიშვილთან
სატელეფონო საუბარი
საფრანგეთის პრეზიდენტის
ინიციატივით შედგა და ის
ერთ საათს გაგრძელდა.
მაკრონმა წუხილი გამოთქვა
საქართველოში შექმნილი
ვითარების გამო და მის
სრულად განმუხტვაში
საკუთარი წვლილის შეტანის
სურვილი გამოთქვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა
მოწოდებაც გააკეთა
გათავისუფლდნენ
დაკავებულები, ასევე
შედგეს ინკლუზიური
დიალოგი ყველა პოლიტიკურ
ჯგუფსა და სამოქალაქო
საზოგადოებასთან.