ძალიან საინტერესო
ანგარიშია და ეს უფრო
სამოქმედო გეგმასავით
არის, რა უნდა გაკეთდეს
არჩევნების შემდეგ, ან რა
შეიძლება გაკეთდეს
იმისთვის, რომ არჩევნების
შედეგებზე მოახდინონ
გავლენა, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
მაკა ბოჭორიშვილმა
გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მაკკეინის ინსტიტუტის“
ანგარიშზე
საუბრისას.უმრავლესობის
დეპუტატის თქმით,
საქართველოში მსგავს
ქმედებებს 2020 წელს უკვე
ჰქონდა ადგილი. მისივე
განცხადებით, როდესაც
ქვეყნის სასიცოცხლო
ინტერესებზე ვსაუბრობთ,
მეტი ფიქრი გვმართებს, რა
ძალები დგას ამ ყველაფრის
უკან.„ეს არის
წარმოუდგენელი
დემოკრატიულ სამყაროში,
რომ ნებისმიერი აქტორის
მხრიდან იწერებოდეს ასე
ვთქვათ რეცეპტები, რომ
დემოკრატიულ ქვეყანაში
დემოკრატიულად ჩატარებული
არჩევნები როგორ შეიძლება
გადადო გვერდზე და შექმნა
ახალი რეალობა და ხალხის
არჩევანს უბრალოდ ხაზი
გადაუსვა. მსგავს
ქმედებებს ჰქონდა ადგილი,
2020 წლის არჩევნები არ იყო
მარტივი; რაც ამ არჩევნების
შემდეგ მოხდა, ეს იყო
აბსოლუტურად ხელოვნურად
შექმნილი სიტუაცია. ბოლო
პერიოდში მეტ აქცენტს
ვაკეთებდით უვიზო
მიმოსვლაზე, მაგრამ გარდა
ამისა, ძალიან ბევრი
მნიშვნელოვანი რამ არის აქ
დადებული, რომელიც
ერთგვარი რეცეპტივით არის,
თუ რას შეიძლება ველოდოთ
არჩევნების შემდგომ.
ცხადია, რომ რაღაც სხვასთან
გვაქვს საქმე და ალბათ არ
უნდა მოვერიდოთ საუბარს
ამაზე, რამდენად
სერიოზულია ეს არჩევნები,
იმისთვის რომ
საქართველოში უზრუნველყოთ
მშვიდობისა და
სტაბილურობის
შენარჩუნება. დღეს ვხედავთ,
რომ „ქართული ოცნება“ არის
ის ერთადერთი პოლიტიკური
ძალა, რომელსაც აქვს
შესაძლებლობა დაიცვას
ქვეყნის ინტერესი.
სასწორზე დგას ქვეყნის
სასიცოცხლო ინტერესი,
როდესაც ვსაუბრობთ
რეალურად ჩვენი ქვეყნის
არსებობაზე. თუ ქვეყანამ არ
იარსება, თუ ქვეყანაში
მშვიდობა და სტაბილურობა
არ იქნება, ძალიან რთული
იქნება საუბარი სხვა
რაღაცებზე, მათ შორის
ევროინტეგრაციაზე, ამიტომ
როდესაც სასიცოცხლო
ინტერესებზე ვსაუბრობთ,
მეტი ფიქრი გვმართებს, რა
დგას, რა ძალები დგას ამ
ყველაფრის უკან და რატომ
ხდება ასეთი
ორკესტრირებული ზეწოლა,
საქართველოზე
ფოკუსირებული დისკუსიები
საქართველოს ფარგლებს
გარეთ, მაშინ როდესაც
ძალიან შიდა მოვლენა
(საპარლამენტო არჩევნებია)
ქვეყანაში“, - განაცხადა
ბოჭორიშვილმა.