მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, იმისთვის, რომ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, შევძლოთ, რომ დავიცვათ, გვქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა და ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც უოცნებიათ ჩვენს წინაპრებს, ვოცნებობთ ჩვენ და გვინდა, რომ იყოს ჩვენი შვილებისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პარტნიორებისგან ბევრი მილოცვა მიიღო საქართველომ.„საკმაოდ ბევრი მოლოცვა მივიღეთ, ეს პროცესი გრძელდება. დღეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები გვილოცავენ. ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ეს დღე გაზიარებულია მათ მიერ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ სათანადოდ აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მან კულტურის მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
სრულად წაიკითხეთ სტატია