მე არ ვიცი რა არის ელჩის
წასვლის მიზეზი, ვიცით ის,
რაც გაცხადდა ელჩის მიერ.
ფაქტია ასეთი, რომ აშშ-ს
დღეს აქვს შესაძლებლობა
ჰყავდეს ახალი
წარმომადგენელი
საქართველოში, რაც იმას
ნიშნავს, რომ მას აქვს
შესაძლებლობა ახალი
ფურცლიდან დავიწყოთ
ურთიერთობები, - განაცხადა
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა გადაცემაში
„იმედი LIVE“ საქართველოში
აშშ-ის ელჩის რობინ
დანიგანის თანამდებობიდან
წასვლის გადაწყვეტილების
შეფასებისას.„აშშ-სთან
ურთიერთობები ჩვენთვის
რომ ძალიან
მნიშვნელოვანია, ამაზე
არაერთხელ გვისაუბრია.
არაერთხელ დაფიქსირებულა,
რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს
ის მდგომარეობა, რა
მდგომარეობაშიც არის
ამერიკულ-ქართული
ურთიერთობები და ეს არ არის
ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში
ვაკვირდებოდით დრამატულ
გაუარესებას ამ
ურთიერთობების და მოვედით
იმ დონემდე, რომ მტრულ
აქტებს არქმევენ მეგობარ
აქტებს“, - აღნიშნა მაკა
ბოჭორიშვილმა.როგორც
საგარეო საქმეთა
მინისტრმა განაცხადა,
საელჩოს აქვს
მნიშვნელოვანი როლი ორ
ქვეყანას შორის
ურთიერთობებში.„იმ
პირობებში, როდესაც ჩვენ
ვაკვირდებოდით აშშ-ს
საელჩოს საქმიანობას ბოლო
პერიოდში, საზოგადოებამ
გააკეთოს დასკვნა,
რამდენად შესაძლებელი იყო
ამ პირობებში
ურთიერთობების
გაუმჯობესებაში ასეთ
საელჩოს გარკვეული წვლილი
შეეტანა“, - აღნიშნა მაკა
ბოჭორიშვილმა.საქართველოში
აშშ-ის ელჩმა, რობინ
დანიგანმა პირადი
გადაწყვეტილებით
თანამდებობა დღეს დატოვა.