გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარე და
ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის
წევრი მაია ბითაძე გიორგი
მშვენიერაძის განცხადებას
ეხმაურება, სადაც ის
ამბობს, რომ ქართულმა
დელეგაციამ ეუთო-ს
დეკლარაციას მხარი არ
დაუჭირა.მანამდე,
ოპოზიციურ მედიაში
ვრცელდებოდა ინფორმაცია,
თითქოს ქართულმა მხარემ,
ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეაზე მიღებულ
რეზოლუციას მხარი
დაუჭირა.„ახლა მხარი არ
დაუჭირესო. იქნებ ვინმემ
გააგებინოს ამ
პატივცემულს, რომ სირიის
მთავრობისადმი მოთხოვნა -
გაიწვიოს ჩვენი
ოკუპირებული ტერიტორიების
აღიარება, ქართული
საპარლამენტო დელეგაციის
მიერ იყო მოთხოვნილი და
ნიკოლოზ სამხარაძის მიერ
დაინიცირდა ეს ცვლილება და
მიიღო მხარდაჭერა, როგორც
შესაბამის კომიტეტზე,
ასევე საბოლოო კენჭისყრის
დროს“, - წერს ბითაძე.