"მიუხედავად ოპოზიციის
მხრიდან მორიგი ბულინგისა,
რომ ეს ვიზიტი არ
შემდგარიყო, გენმდივანი
საქართველოში ჩამოვიდა. ის
შეხვდა ხელისუფლების
მაღალი პოლიტიკური
თანამდებობის პირებს, მან
მადლობაც კი გადაიხადა
თანამშრომლობისთვის," -
ამის შესახებ "ხალხის
ძალის" წევრმა, დიმიტრი
ხუნდაძემ
განაცხადა.მისივე
განცხადებით, ოპოზიციის
მიზანი ქვეყანაში რეალური
კრიზისის შექმნაა."როგორც
ჩანს, ის თავიდან არ
აპირებდა ოპოზიციასთან
შეხვედრას, რადგან
ოპოზიციასაც არ
გამოუთქვამს ამის სურვილი -
პირიქით, გააგრძელეს მისი
შეურაცხყოფა.მათთვის
მნიშვნელოვანია, რომ
ქვეყანა რეალურად იყოს
კრიზისში, მაგრამ ისინი
ამას ვერ ახერხებენ, თუმცა
საკუთარი კრიზისი
ნამდვილად მიიღეს," -
განაცხადა დიმიტრი
ხუნდაძემ.