ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობიდან გადადგა

Civil Georgia 4 თვის წინ 70
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში სალომე შაფაქიძემ დღეს თანამდებობა დატოვა. მან ამის თაომაზე ტვიტერზე დაწერა.

მან ასევე დაწერა, რომ მისთვის პატივი და პრივილეგიაა „ემსახურო საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და წვლილი შეიტანო მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც შეესაბამება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

ეს მორიგი გადადგომაა იმ გადადგომების ჯაჭვში, რაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოყვა, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მანამდე გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს საქართველოს ელჩებმა ბულგარეთში, ნიდერლანდებში და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია