ლევან ნიკოლეიშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: ეს განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას - წავიკითხე და დავიბენი, რა უნდა, რისი თქმა უნდა განცხადების ავტორს?!

Primetime.ge 1 კვირა წინ 30
ლევან ნიკოლეიშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: ეს განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას - წავიკითხე და დავიბენი, რა უნდა, რისი თქმა უნდა განცხადების ავტორს?!
ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა და მას ტენდენციური უწოდა.„ ეს განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. განცხადება წავიკითხე და დავიბენი, რა უნდა ამ განცხადების ავტორს, რისი თქმა უნდა?! მიზეზი გასაგებია, რომ საქართველოზე ჩირქის მოცხება უნდათ, მათ შორის ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად არის არჩეული.თუ კიბერუსაფრთხოება არის ის საფრთხე, რაც რუსეთიდან მოდის, მაშინ ამ მიმართულებაზე უნდა გვესაუბროს ბრიტანეთის საელჩო. რა შუაშია კიბერუსაფრთხოება და რა შუაშია საქართველოს რაღაც პოზიცია, რომელიც მათ გემოვნებაში არ ჯდება ერთი მიზეზიდან გამომდინარე - საქართველო არ გახდა „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყანა. ამ განცხადებამ არ დატოვა ლოგიკური მსჯელობის ადგილი, კონკრეტულად რას გვედავებიან და რა უნდათ?! , - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროდ, ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.“
სრულად წაიკითხეთ სტატია