აუცილებლად ტრამპი და მისი
ადმინისტრაცია
დაინტერესდება იმ
საკითხებით, რაც არის
საქართველოსა და აშშ-ს
შორის ურთიერთობების
ბზარების გაჩენით და რატომ
მოხდა და რის გამოა
გამოწვეული ეს ბზარები -
არა მარტო რის გამო, ვის
გამოც არის ეს ბზარები
გამოწვეული და
ურთიერთობები უკვე სხვა
კუთხით წარიმართება, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ „ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს“
წევრმა, ლევან
ნიკოლეიშვილმა.კითხვაზე
აშშ-ის არჩეული
პრეზიდენტის ინაუგურაციის
შემდეგ შეიცვლება თუ არა
ევროპაც, ნიკოლეიშვილი
დარწმუნებულია, რომ ეს
ცვლილება მოხდება.„ჩვენ
ვნახეთ აშშ-ის მოქმედი
ადმინისტრაციის ყოვლად
გაუმართლებელი საქციელი,
როდესაც უკრაინას მისცეს
უფლება და ნება, რომ
რუსეთის ტერიტორიაზე
განეხორციელებინა
დარტყმები, რასაც რუსეთმა
მყისიერად უპასუხა.
შეიძლება, ითქვას, ამით
რუსეთს მიეცა ერთი კარგი
კოზირი იმისთვის, რომ თუკი
საჭიროება და საშუალება
იქნება, რუსეთმა კვლავ
გააგრძელოს ომი, - ანუ
სამშვიდობო
მოლაპარაკებები ჩიხში
შევიდეს.ეს ყველაფერი
მიუთითებს იმაზე, რომ
მოქმედი ადმინისტრაციაც,
ცდილობს, რაც შეიძლება მეტი
პრობლემა დაუტოვოს არჩეულ
ადმინისტრაციას. შორს ვარ
იმ აზრისგან, რომ ვთქვათ,
20-ში ტრამპი შევა კაბინეტში
და 21-ში საქართველოს
საკითხებს მოიკითხავს,
მაგრამ აუცილებლად ტრამპი
და მისი ადმინისტრაცია
დაინტერესდება იმ
საკითხებით, რაც არის
საქართველოსა და აშშ-ს
შორის, იმ ურთიერთობების
ბზარების გაჩენით და რატომ
მოხდა და რის გამოა
გამოწვეული ეს ბზარები -
არა მარტო რის გამო, ვის
გამოც არის ეს ბზარები
გამოწვეული და
ურთიერთობები უკვე სხვა
კუთხით წარიმართება.ეს არ
არის ისე, ვიღაცებს რომ
წარმოუდგენიათ აქ,
ოპოზიციურ ფლანგზე, რომ
ამერიკა ისე გააკეთებს, რომ
საქართველოს დასჯის.
ამერიკას თუ
საქართველოსთან
ურთიერთობა სურს და
საქართველოს ამერიკასთან
ურთიერთობა, აქ მთავარი
ქვაკუთხედი არის
თანასწორუფლებიანობასა და
ერთმანეთის ინტერესებზე
დამოკიდებული ურთიერთობა -
ცალმხრივად, ცალ
ინტერესებზე დამოკიდებული
ეს ყველაფერი ვერ იქნება.
აქედან გამომდინარე,
იმიტომაც გვეიმედება ჩვენ
და გვაქვს იმის მოლოდინი,
რომ ეს ურთიერთობები არა თუ
გადაიტვირთება. უფრო მეტიც,
როგორც კი ურთიერთობების
გაუმჯობესება დაიწყება, მე
არათუ გამოვრიცხავ, ნათლად
მაქვს წარმოდგენილი, როგორ
მოხდება, ვთქვათ,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მიწვევა აშშ-ში, ტრამპთან
მთელი რიგი საკითხების
განსახილველად და
დასალაგებლად. მაპატიეთ,
მაგრამ ლამის სანაძლეო
დავდო ამის თაობაზე“, -
განაცხადა ნიკოლეიშვილმა.