ლევან მახაშვილი პრემიერ - მინისტრის სანქცირებაზე: ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება დღევანდელი მინისტერიალის წინ, რომ ამით დამატებითი წნეხი შეექმნათ და მაგალითი გაეჩინათ სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ

Primetime.ge 6 დღის წინ 17
ლევან მახაშვილი პრემიერ - მინისტრის სანქცირებაზე: ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება დღევანდელი მინისტერიალის წინ, რომ ამით დამატებითი წნეხი შეექმნათ და მაგალითი გაეჩინათ სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ
რაც შეეხება პრემიერ - მინისტრის სანქცირებას, აქ საუბარია ესტონეთსა და ლიეტუვაში არ შეშვებაზე. დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს იყო სწორედ მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება დღევანდელი მინისტერიალის წინ, რომ ამით დამატებითი წნეხი შეექმნათ და დამატებითი მაგალითი გაეჩინათ სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათაც იგივე გაეკეთებინათ, თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის დონეზე ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.„ქვეყნების უმრავლესობა ხედავს და აფასებს იმ ჯანსაღ მიდგომებს, რაც საქართველოს აქვს და რაც მთავარია იმ თავგანწირვასა ერთგულებას, რაც საქართველოს და მის ხელისუფლებას ჰქონდა დასავლეთთან დაკავშირებით. პრემიერ - მინისტრის ჩასმა ამ სიაში და სხვა მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებების ჩასმას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შანსიც კი არ დატოვონ, ახალი ხელისუფლების თუ სხვა ადმინისტრაციის პირობებში. იმდენად გააფუჭონ სიტუაცია, რომ მათ გაუჭირდეთ უკან დაბრუნება ამ სიტუაციის.ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი ფასდება როგორც პროვოკაცია, ცალსახა და ძალიან იაფფასიანი. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენივე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და ჩვენი ღირსების გათვალისწინებით, რომ მათ ვუპასუხოთ იმგვარად, რომ უკან დაბრუნების წერტილი არ გვქონდეს. ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ მომავალში თუ გაგრძელდა მსგავსი არამეგობრული საქციელი, მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია