ლევან მახაშვილი: თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო. ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა

Primetime.ge 3 კვირის წინ 28
ლევან მახაშვილი: თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო. ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა
თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო. ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.„ნიკოლოზ სამხარაძის პირადი ჩართულობით და ინიციატივით პირველად საერთაშორისო დოკუმენტებში, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მოწოდება გაკეთებულიყო სირიის ახალი ხელისუფლებისადმი, რომ ე.წ. აღიარება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების წაეღო უკან. ამასთან ერთად, [რეზოლუციაში] არის საქართველოსთვის სასარგებლო უამრავი ჩანაწერი, რაზეც ამდენი კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ. რაც ვნახეთ, ეს იყო დიპლომატიური დემარში, დიპლომატიური გალაშქრება საქართველოს მისამართით, სამწუხაროდ ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც რომ ჰკითხო პარტნიორები ვართ და მეგობრობას გეფიცებიან.ჯო უილსონის მიერ შეაპარეს ამ ტიპის ჩანაწერი, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას ეხება და რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას და სწორედ ეს იყო გამოძახილი ეუთო-ს გენმდივანმა რაც გააკეთა. სწორედ ამაზე გააკეთა განაცხადი, რომ მიუღებელია მსგავსი ტიპის ქმედებები რადგან დისკრედიტაციას ახდენს და ძირს უთხრის არა უბრალოდ ეუთო-ს, არამედ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას. თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო. ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა“, - აღნიშნა მახაშვილმა.ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ასევე, ითქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია