თავადაც აღიარებენ, რომ ეს
არის სიმბოლური მაგრამ
გზავნილი იმ თამაშისა, რომ
დააზიანონ ქვეყანა,
ხელისუფლება და გააჩინონ
აღქმები შიგნით თუ გარეთ,
რომ ამ ქვეყანაში მართლა
შეიძლება რაიმე სერიოზული
ხდებოდეს, - განაცხადა
„დღის ქრონიკასთან“
საუბრისას ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ ლევან
მახაშვილმა, ევროსაბჭოს
გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით, რომელიც
ქართული დიპლომატიური
პასპორტებისთვის უვიზო
მიმოსვლის შეჩერებას
უკავშირდება.მისი თქმით,
თავდაპირველად იყო
სპეკულაციები
ვიზალიბერალიზაციის
პროცესის შეჩერებასთან
დაკავშირებით და ამას
წერტილი დაუსვა
ევროკომისიის ანგარიშმა,
სადაც ცალსახად ეწერა, რომ
სისტემას ხარვეზი არ აქვს.
ლევან მახაშვილის
განცხადებით, რაც შეეხება
დიპლომატიური
პასპორტებისთვის
შეზღუდვების დაწესებას, ეს
ერთგვარი სიმბოლური
ჟესტია.„ამაზე საუკეთესო
პასუხი იცით რა არის, თავად
ევროკომისიის ანგარიში,
რომელიც უვიზო
გადაადგილებას ეხება. დღეს,
გამოქვეყნებული აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის
ანგარიში, რომელიც
სხვადასხვა ტიპის
დანაშაულების გამოძიებაში
თანამშრომლობას ეხება.
საუბარი არის ძალიან
მარტივ რაღაცაზე, რომ
საქართველო არის
დასავლეთის ძალიან სანდო,
მტკიცე და ერთგული
პარტნიორი როცა საქმე
ეხება მსოფლიო მშვიდობა და
ამის
უზრუნველყოფას.რეალურად,
საქართველო არის ერთგული
პარტნიორი დასავლური
ქვეყნების და ცალკეული
ქვეყნების, ცალკეული
ძალების მცდელობა, რომ
შეარყიონ ეს ერთგული
პარტნიორობა და შეარყიონ
ეს ურთიერთობები, ჩვენი
აზრით რა თქმა უნდა არ
იქნება წარმატებული, რაც არ
უნდა სცადონ და რაც არ უნდა
გაილაშქრონ ამა თუ იმ
მიმართულებით, ჩვენ გვაქვს
ძალიან მტკიცე პოზიცია,
ჩვენი პასუხისმგებლობა
მოსახლეობისადმი და ჩვენი
მიდგომა მათ შორის
დასავლეთის
სახელმწიფოებისადმი,
რომელიც უნდა ეფუძნებოდეს
ურთიერთპატივისცემას.დიპლომატიურ
პასპორტებთან
დაკავშირებით, აქაც
საბოლოოდ გადაწყვეტილება
მიღებული არ არის. საუბარია
იმაზე, რომ პროცესი
დაიძრას. ეს არ არის ერთი
დღის ან ერთი კვირის
საკითხი. ამას თავისი
პროცედურები აქვს და
საბოლოო ჯამში
გადაწყვეტილება უნდა იყოს
მიღებული კვალიფიციური
უმრავლესობით, რაც ნიშნავს
წევრი ქვეყნების სულ ცოტა 14
ქვეყანას“, - განაცხადა
ლევან მახაშვილმა.